ზოგადი პრინციპები:
- სტატია უნდა ეხებოდეს იბერიულ-კავკასიურ ენათა პრობლემატიკასა და ზოგადი ენათმეცნიერების საკითხებს.
- ჟურნალში განთავსდება მხოლოდ ის ნაშრომი, რომელიც რაიმე სხვა გამოცემაში არ გამოქვეყნებულა, გარდა საკონფერენციო თეზისების ფორმატისა;
- სტატია ქვეყნდება სამ ენაზე: ქართული, ინგლისური, რუსული.
- „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულში“ გამოქვეყნებულ ყველა ნაშრომს უნდა ახლდეს რეზიუმე და დამოწმებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფია რედაქციის მიერ მიღებული ციტირების წესის გათვალისწინებით;
- რედაქციაში შემოსული სტატიები გადაეცემა ექსპერტებს ფარული რეცენზირებისათვის;
- ნაშრომი რედაქციას ეგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: caucasian.linguistics@gmail.com;
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს MS-WORD A4 ფორმატით და PDF ფაილით;
- ნაშრომის მოცულობა ბიბლიოგრაფიისა და რეზიუმეს ჩათვლით არაუმეტეს 20 გვერდისა;
- თუ ნაშრომი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან (ან პარაგრაფისაგან), ისინი უნდა გამოიყოს შემდეგი წესით:
ნაწილი 1
1.1
1.2 და ა.შ.
- გვერდები უნდა დაინომროს არაბული ციფრებით: პირველი გვერდი -1; მეორე -2 და ა.შ.
- დანომრილი უნდა იყოს სტატიაში წარმოდგენილი ყველა ცხრილი, ტაბულა, დიაგრამა, ფოტომასალა, სქემა თუ სხვა ჩანართი;
- ყველა დამოწმებული ავტორი მიეთითება როგორც ნაშრომის ტექსტში (შესაბამისი მონაკვეთის დამოწმებისას), ისე – ბიბლიოგრაფიაში;სტატიის დასაწყისში უნდა მიეთითოს:
- ავტორი, (გვარი, სახელი), ინსტიტუცია;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტის მისამართი);
- სათაური;
- სტატიის ტიპი (გამოკვლევა, რეცენზია);
- საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 5 სიტყვისა);
- რეზიუმე (მაქსიმუმ 250 სიტყვა).
ციტირება:
სტატიაში გამოყენებული ნაშრომი /ავტორი მიეთითება შემდეგი წესით:
- ერთი ავტორი: (ჩიქობავა 1936);
- ორი ავტორი: (გამყრელიძე, მაჭავარიანი 1965);
- სამი და მეტი ავტორი: (უთურგაიძე და სხვ. 2006);
- ერთი ავტორის რამდენიმე ნაშრომი: (ჩიქობავა 1936, 1938);
- ერთი ავტორის რამდენიმე ნაშრომი ერთი და იმავე წლისა: (უთურგაიძე 2006(ა), 2006(ბ));
- ერთდროულად სხვადასხვა ავტორის მითითება: (ჩიქობავა 1938; შანიძე 1953);
- ხელახალი გამოცემა: (ჩიქობავა 2008 [1938]);
გვერდების მითითება სტატიაში:
- (ჩიქობავა 2008: 28), (ჩიქობავა 2008: 140-145);
- სიტყვიერად დამოწმებული ავტორი, მკვლვრის), ნაშრომის თარიღი მიეთითება ფრჩხილებში. მაგალითად, „როგორც ჩიქობავა (1936: 122-123) აღნიშნავდა…”
- საგაზეთო სტატია: (გაზეთის სათაური 2008);
- ენციკლოპედია, ლექსიკონი: (სათაურის პირველი სიტყვა, აბრევიატურა… 2007: 145);
ანბანთსახის შესახებ
ტექსტის სატიტულო გვერდი და რეზიუმე უნდა აიკრიფოს Sylfaen ანბანთსახის გამოყენებით;
- სათაურის შრიფტის ზომა _ 14 გამუქებული;
- ქვესათაური -12 გამუქებული;
- ავტორი – შრიფტის ზომა 12 გამუქებული;
- სტატიის ტექსტი – შრიფტის ზომა 11 ;
- სტრიქონებს შორის მანძილი -1.0;
- ოთხივე მხრივ დატოვებული მინდორი 25 მმ;
იბერიულ-კავკასიურ ენათა მასალისათვის საჭიროებისამებრ გამოიყენეთ (ICL_SYMBOL), იხ. https://www.aicl.ge;
ორმაგი მრგვალი ფრჩხილი არ გამოიყენება, მაშასადამე, ფრჩხილებს შიგნით წარმოდგენილი უნდა იყოს კვადრატული ფრჩხილი, მაგალითად, (როგორც ჩიქობავა [1936: 15-16] აღნიშნავს).
საილუსტრაციო მასალის ასახვის წესი
- საილუსტრაციო მასალა (სიტყვა, წინადადება) უნდა ითარგმნოს და თარგმანი მოთავსდეს ცალმაგ ბრჭყალებში ( ‘ ’ ). მაგალითად, კოჩი მეურს (მეგრ.) (ჩიქობავა 1936: 35) ‘კაცი მიდის’.
- საილუსტრაციო მასალა (მაგალითები) ინომრება შემდეგნაირად: (1), (2), (3)…
- ყოველი ახალი მაგალითი განთავსდება მიყოლებით ვერტიკალურად შემდეგი წესით:
(1) ბერეფექ ლაზუტი გამაჩეს (ლაზ.)(ჩიქობავა 1936: 51,7) ‘ბავშვებმა სიმინდი გაყიდეს’;
(2) ია ფარაშ მოგუშა იგზალუ (ლაზ.) (კარტოზია 1965: 71,3) ‘ის ფულის საშოვნელად წავიდა’;
(3) ა. მუღი სქანი მოგეი Фარაჲა! (ლაზ.) (კარტოზია 1965: ) ‘მოიტანე შენი მოგებული ფულიო’;
ბ. მოგაფერი ფარა ქომუღი (ლაზ.) (კარტოზია 1965: 139, 29) ‘მოგებული ფული მოუტანე’; - სტატიაში საილუსტრაციო მასალა გადმოიცემა ძირითადი ენის ანბანით, შემდეგ ლათინური ტრანსკრიფციით;
- ნაშრომში დამოწმებული მაგალითები მიეთითება შემდეგი წესით: იხ. (2), იხ. (3ა).
ტაბულები, ცხრილები, ილუსტრაციები
ტაბულები და ცხრილები უნდა დაინომროს და სათაურები მოთავსდეს დასაწყისში;
- ილუსტრაციები (ნახატი, ფიგურა, დიაგრამა, ფოტოპირი, ელექტრონული ფაილები) დაინომრება და წარწერა მოთავსდება ქვემოთ.
დანართი და შენიშვნები
- დანართი მოთავსდება სტატიის ბოლოს, შენიშვნების წინ;
- შენიშვნები განთავსდება დამოწმებული ლიტერატურის, ბიბლიოგრაფიის წინ;
- სტატიაში შენიშვნები უნდა დაინომროს ასეთი წესით: ტექსტი.¹
ბიბლიოგრაფია
- ბიბლიოგრაფიაში მიეთითება მხოლოდ დამოწმებული ლიტერატურა;
- ავტორის სახელი და გვარი წარმოდგენილი უნდა იყოს სრულად;
- ერთი და იმავე ავტორის რამდენიმე ნაშრომი მიეთითება ქრონოლოგიურად: ჯერ _ ძველი, შემდეგ – ახალი;
- ინგლისურენოვან ბიბლიოგრაფიაში დამოწმებული ლიტერატურა წარმოდგენილი უნდა იყოს სტატიის შესაბამის ენაზე, ხოლო კვადრატულ ფრჩხილებში ინგლისური თარგმანი მიეწერება;
- რამდენიმე ავტორის დამოწმების შემთხვევაში, არ გამოიყენება „ და სხვ.”, ავტორთა სახელი, გვარი სრულად უნდა იყოს მითითებული.
ბიბლიოგრაფიის ნიმუშები
- წიგნი (ერთი ავტორი):
ჩიქობავა 2018 : არნოლდ ჩიქობავა. შრომები XIII. თბილისი: გამომცემლობა თსუ, 2018.
რამდენიმე ავტორის წიგნი:
გამყრელიძე, მაჭავარიანი 1965: თამაზ გამყრელიძე, გივი მაჭავარიანი. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. თბილისი: გამომცემლობა ,,მეცნიერება’“, 1965.
- წიგნის ელექტრონული ვერსია:
ტესტელეცი 2001 : Яков Георгиевич Тестелец. ВВедение в общий синтаксис. Москва: 2001. htpp:// testelets.narod.ru/cover.htm [იაკობ ტესტელეცი. ზოგადი სინტაქსის შესავალი. მოსკოვი: გამომცემლობა xxxxx 2001.] - სტატია კრებულიდან:
არაბული 2005: ავთანდილ არაბული. ზოომორფიზმი მცენარეთა სახელდებაში: ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები, IX, გვ. 21-29. თბილისი: გამომცემლობა „ქართული ენა“, 2005.
- ელექტრონული ჟურნალის სტატია და შესაბამისი ელექტრონული ვერსია:
დაბროვსკა 2009: Eva Dabrowsks.Cognitive linguistics comes of age. Cognitive linguistic. volume 20 Number 1, page 1-5. Berlin & NewYork: Mouton de Coruyter, 2009. htpp://www.reference-global.com/toc/cogl/current. - მიძღვნითი კრებული:
შარაძენიძე 1979: თინათინ შარაძენიძე. მათემატიკური ლინგვისტიკის სტატუსისათვის: არნოლდ ჩიქობავას [დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული], გვ. 5-12. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება”, 1979. - ხელახალი გამოცემა:
ჩიქობავა 2008 [1936]: არნოლდ ჩიქობავა. ჭანურის გრამატიკული ანალიზი (ტექსტებითურთ). შრომები, III, გვ. 5-383. თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“, 2008. - თეზისები, მასალები, კონფერენციის მოხსენებები: ჩუხუა 2008: მერაბ ჩუხუა, დაღესტნურ-ქართველურ ბგერათშესატყვისობათა სისტემა (სიბილანტები): არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 67-ე სამეცნიერო სესიის მასალები, გვ. 82-90. თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“, 2008.
- ენციკლოპედია:
ქართული ენა 2008: ქართული ენა. ენციკლოპედია: აფხაზური ენა, გვ. 63-64. თბილისი: გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“, 2008. - საგაზეთო სტატია:
24 საათი 2008: ზოგადი განათლების სისტემის „ექსრეფორმატორებს“. გაზ. ,,24 საათი,“ 29 ივლისი, სამშაბათი, 2008, #170, გვ: 4.